შენი მზერა ჩაიღვრება ლექსში ისე, როგორც წვიმის თბილი შხაპი სტუმრობს ქალაქს. წვეთს თუ ქუჩა შეიშრობს და დაივიწყებს - სიტყვებს შორის გუბეს რითმა ვერ დამალავს.
სანამ რიტმი აირეკლავს რბილ ნაბიჯებს, სანამ მარტის გვაფარია დღე დამდნარი, ოდნავ ნელა იმოძრავე, მეტს დაიტევს - იმახსოვრებს თმის დაკეცილ წყობას თვალი.