Submit your work, meet writers and drop the ads. Become a member
 
Saudade Dec 2024
კრემლის მეხოტბეს უნდა, რომ ავნოს ამ ჩვენს ნაციას.
აკანონებენ,
გვიკანონებენ
უკანონობის დეკლარაციას.
Saudade Nov 2024
ყოველდღე მე ვშრომობ მძიმედ,
თუმცა ყველა წინ მიდგას.
ვკითხულობდი ბევრ სონატას,
ვიქარწყლებდი სულში დარდს.
უარია როგორც მაშინ
გავიხურავ ამ შავ კარს.
კოენი ხომ ვერ გამიქრობს,
ვერ გამიქრობს ამ დიდ დაღს.

ვდგავარ მარტო ისევ ქარში,
ირგვლივ მზერებს ვხედავ სხვას.
მოსაწვევებს ვიღებ სასმლის,
მინდა სახლში მარტო სმა!..
ვშრომობ ისევ მძიმედ, რთულად,
მაგიჟებს მე შენი ხმა.
ზღვა, ყავა და სიგარეტი
ვერ გამიქრობს ამ დიდ დაღს.

გამოვაღებ მე ამ ფანჯრებს,
მაგრამ სახლში ვხედავ შავს.
მაგიდაზე კატა მიზის,
ფეხებთან კი შენ მყავხარ.
ვერ ვისვენებ და შევცქერი
ჟირაფებს და ფიროსმანს,
ნახატებიც აღარ მშველის,
ვერ გამიქრობს ამ დიდ დაღს.

ისევ ვხედავ, ისევ მწარედ
როგორ წყდება ტალღა ზღვას.
ღამის შუქზე მარლბოროთი
დავიწყებ მე ყავის სმას.
იმ ციხეში სადაც შენ ხარ ,
მე აღვიქვამ მხოლოდ ზარს,
ქემელიც კი არ მამშვიდებს,
ვერ გამიქრობს ამ დიდ დაღს.

მოვფრინავ და აღარ გესმით
ვეღარც იგებთ დღეს ჩემს ხმას.
მიჭირავს მე ლუდი ხელში ,
ვეგებები მე ჩემს თავს.
ვჯდები ირგვლივ არვინ არის
ვიწყებ მხოლოდ მარტო სმას.
ვერაფერი ვერ მაწყნარებს,
ვერ გამიქრობს ამ დიდ დაღს.

უარია როგორც მაშინ,
გავიხურავ ამ შავ კარს.
კოენი ხომ ვერ გამიქრობს,
ვერ გამიქრობს ამ დიდ დაღს.
*Cohen- Leonard Cohen
Saudade May 2024
დაკარგულია ყველა წამი.
რაც არ უნდა ღირდე მათთვის
მაინც ჩაგანაცვლებენ.
Saudade Jan 2024
იქნება ეს გასროლა მტკივნეული?
მიმიზნებ, შენი სამიზნე მხოლოდ მე ვარ.
ულვაში მამაჩემის ტუჩებზე შეზარხოშდა,
ვხედავ ცრემლებს დედაჩემის ლოყაზე,
მოედინება...

იქნება ეს გასროლა საბედისწერო?
მიმიზნებ, შენი სამიზნე მხოლოდ მე ვარ.
მამაჩემის დაჭმულ ტუჩებს კაპიტალიზმი კლავს,
სკოლაში ჩანთით ხელში დედას მივყავარ
მოედინება...

იქნება ეს გასროლა ტკივილგამაყუჩებელი?
მიმიზნებ , შენი სამიზნე მხოლოდ მე ვარ.
მამაჩემი ღამით ყავას სვამს, სიგარეტს ჭამს.
დედაჩემი აგროვებს ყველა მოგონებას
მოედინება...

იქნება ეს გასროლა უკანასკნელი?
მიმიზნებ, შენი სამიზნე მხოლოდ მე ვარ.
მამა ტირის,
დედა ტირის,
მოედინება...
Saudade Jan 2024
მოგვიდუღე ყავა დღეს,
უმართავი ბილიკები გვაბნევენ.
აღარ მინდა სიცივე,
დაგიტოვე ყველა ქარი გარეთ.
ჩემი სახლის ფანჯრები,
აბრახუნებს გამბიტები კარზე.
ისევ მინდა ცას ვგავდე,
წვიმა მომყავს გაზაფხულის მწარე.  

რასაც ვქმნი, მე ვაქრობ მზეს,
შენ კი ჭამ ბნელ სიშიშვლეს.
რამდენ ლექსაც მე დავწერ,
იმდენ სიზმარს ნათელს ვფენ.

და თუ ვინმე დაიჭერს,
სევდიანი ზღვების თოლიებს,
მიუგებენ ხმამაღლა:
"სასთუმალთან სიგარეტი დევს".
ქარბობალა მამხნევებს,
უხალისო დღიურები მაქვს მე.
მომიტანე კალმები,
დაგიხატავ ჟრუანტელის პალმებს.

რასაც ვქმნი, მე ვაქრობ მზეს,
შენ კი ჭამ ბნელ სიშიშვლეს.
რამდენ ლექსაც მე დავწერ,
იმდენ სიზმარს ნათელს ვფენ.
Saudade Jan 2024
საამურია თუ ისევ დავრჩებით  ერთად,
მაგრამ როგორ?!
თუ მუსიკას არავინ უკრავს.
Saudade Nov 2023
ქლიავისფერი ზამბარა წყდება,
მზეშიგახვეულ ატმის ხეებზე
ისევ თამაშობს სევდა.
Next page