Submit your work, meet writers and drop the ads. Become a member
 
Saudade Jul 2023
შავი მარლბორო,
იწვის ატმის ხეები
დარაბებს მიღმა.
Haiku / ჰაიკუ
Saudade Jul 2023
სანამ შენ გძინავს,
შავ კალამს თხრის ნერვები,
მე კი შენ გელი.
Haiku / ჰაიკუ
Saudade Jun 2023
ხრუშოვკა იწვის ზამთარში წითლად,
სიტყვები გულზე ეწყობა
 ფიცრად,
უნდა გაექცე ხაფანგებს
 ფიცხლად,
კალმისტარს ღამეში შენ რჩები
ფიქრად.

იქნებ დღეს ფანჯარას ხეებმა უთხრან,
როგორ დაატყდა ქარების
 რისხვა,
სანთელი დაძრწის ვითარცა
 ვირთხა,
ფარდის ბოლოებს ცეცხლები გლიჯავს.

ნერვები მხოლოდ კედლებთან რითმავს,
ბებიას შვილი დაადებს
 ფინგალს,
ხაფანგებს მხოლოდ შენ რჩები, ფრთხილად,
ასე გვიყვება ფანჯრები
სიზმარს.
Saudade Apr 2023
I

შენი ხმით აივნის ვარდები უკრავს,
მოხუცი ძაღლი შავ ლეკვებს ჩაგრავს,
შენი სახება ჩემს მზერას იკრავს,
ფარდიდან ჩუმად იმედებს მიკლავს.
უღირსი კაცი მეგობარს ფატრავს,
მისი თვალები ჰორიზონტს ფარავს,
ფურცელზე მხოლოდ ნაოჭი ქარგავს,
ბებერი კაცი სიშიშვლეს მარხავს...
II

ისევ იწყებენ თევზები ფართხალს,
როცა ზვიგენი მათ შვილებს წამლავს,
ვეღარ ეწევი ცხოვრების თამაშს,
ამიტომ ბოლოს მოიჭერ "ქამარს".
Saudade Mar 2023
ზღვის ტალღებს ისევ მოჰქონდა სევდა,
შენი ტუჩები მზიან დღეს ჰგავდა,
აპრილის წვიმა ასველებს ასფალტს ,
ჩვენ კი ვუმღერით გაყინულ ზამთარს.
Saudade Mar 2023
ოჰ, როგორი მშიერია რუხი მგელი,
მე კი ვცეკვავ შავ-თეთრ
ოთახში.
ოჰ, როგორი ცხელია შენი
ტუჩები,
მე კი ვიწვი მარადმწვანე საწოლში.

რას ეძებ?!
რას იპოვი?!
რას გახსენებს?!
Game is over.......

სამშაბათს ღამით მიგიწვევენ დასათრობად,
შავი მარლბოროს ღერების დასაწვავად,
კარს მიგიხურავენ თავის ასარიდებლად,
სახეს წაგიშლიან საკუთარის
დასაკიდებლად.

ოჰ, როგორი მკაცრია ბებერი ღორი,
ოჰ, როგორი მშიერია რუხი მგელი.
ოჰ, როგორი მწარეა სილა სახეში,
ოჰ, როგორი ცხელია შენი ტუჩები...
Saudade Mar 2023
ქარის რხევები მხოლოდ თმებს ართობს,
ფანჯრების მიღმა ზაფხული ნანობს.
სველი ასფალტის სუნი არ მატკბობს,
ზაფხულის წვიმა მხოლოდ ცას ათბობს.

— The End —