Submit your work, meet writers and drop the ads. Become a member
 
÷
David Delgma Oct 2022
÷
ასწავლე დუმილი ოცნების მართობებს,
ღამეთა გატეხვა არ გადამივადე,
მადლობა წასვლისთვის, შენ მე არ დამტოვე
იმ გზაზე სადაც ყრუდ ბნელია სიმართლე.

მაჩვენე სტატიკა, ძეგლთა სიმარტოვე,
მადროვე მორევში რბილი ნარნარია,
მაგონებს თვის ბოლო დღეები ვაგონებს,
რომლებიც შენსავით საჩქაროდ გადიან.
David Delgma Mar 2023
მზის თბილ ჩასვლას კორპუსები ირეკლავენ,
როგორ მინდა შევერიო მეც მათ რიგებს,
ვინ გაიგებს ერთი წამით სულ რომ გავქრე
და შენობად ავიზიდო, ვინ გაიგებს?!

(მხოლოდ თბილისის მუნიციპალური ინსპექცია)
*
David Delgma Oct 3
*
ჩემი დღე სანამ გაიფანტება
და მტვრის თხელ ფენას დაფარავს თოვლი,
ო, როგორ მინდა ნიავი მერქვას -
ხეთა შრიალის ხმა თანატოლი.
***
David Delgma Jul 2023
***
როგორც ღამის ვარსკვლავური გარემოცვა
ცის სანათურს შეეხება სივიწროვით,
შენს სივრცეში ჩავეშვები თვალებს როცა
დავხუჭავ და თბილი კანის ვიგრძნობ ლოდინს.
David Delgma Jan 2023
სიზმრებს სიმართლე საბოლოოდ სანამ დასერავს,
ნეტავი ქუჩის სიბლაგვეში ამომივარდე,
რადგან დაღლილი ჩემი გულის უპირო ვნება
ილაბირინთებს განუწყვეტლივ შენთვის იქამდე.
David Delgma Apr 2022
"გარღვევადია აზრი ბასრი და საფიქრელი" -
(თავი ჩამოდო მომავალმა ამ რბილ ტყუილზე)
განა ბოლოა (აშკარაა, რომ არც პირველი)
დარდთან ბრიყვული დაზავება და არც თუ ისე
იშვიათია ასე მრუდე სხვა დღეც დაიწყოს,
იყოს ისეთი გამჭირვალე, ცდი - დათანხმდები
შენში მოსულმა ყველა წვიმამ რომ გადაიღოს
და გამოიბა უმიზეზოდ მომიწო ფრთები.
თუკი ოდესმე ნათალებად წარსულს წაიღებს
გამოთვალული ერთიანად ცრემლის მიქცევა,
რადგან ჩვენივე ფრაგმენტები სამყაროს იტევს
ალბათ არსების ნაწილებიც გადაიქცევა -

ჩვენ ამ სევდასთან ერთად ვიშლებით,
რადგან ცივ გზაზე მარტო ვერ ვუშვებთ.
David Delgma Nov 2022
ასწავლე დუმილი ოცნების მართობებს,
ღამეთა გატეხვა არ გადამივადე,
მადლობა წასვლისთვის, შენ მე არ დამტოვე
იმ გზაზე სადაც ყრუდ ბნელია სიმართლე.

მაჩვენე სტატიკა, ძეგლთა სიმარტოვე,
მადროვე მორევში რბილი ნარნარია.
მაგონებს თვის ბოლო დღეები ვაგონებს,
რომლებიც შენი ხმის რელსებზე დადიან.
#
David Delgma May 2023
#
სად ვეძებო დაკარგული სიმარტივე,
სიმარტოვის ბურღი ადევს ჭერს და ქალაქს
ნელა გააქვს არსებიდან ფიქრთა მძიმე
ვულკანობით გაჩენილი ცეცხლი, ლავა.
David Delgma Sep 2023
სიმძიმე წვრილი ნასხეულარ ბალიშზე წვეთად
აქ ისევ ერთად დაჟინებით ეცემა და მე
მექცევა ღამე უმოწყალოდ, მზა იმედებად
დამშრალი გუბის უთევზობას დილამდე დავდევ.
David Delgma Jul 2023
შექმენი ჩემთვის მუდმივობის მცირედი განცდა,
აქამდე რასაც არასოდეს ჰქონია სუნთქვა,
და თუკი ჰქონდა, საუკუნის ყნოსვას გადასცდა,
როგორც ნააპრილს შერჩენილი თოვლი და გუნდა.
David Delgma Apr 10
როგორც ზაფხული სექტემბრის ბოლოს,
ბარხატისფერად დანაბინდები,
ჩემი გულია ქუჩის უფასო
საპირფარეშო და მე ვინგრევი.
David Delgma Dec 2022
ავტოკორექტიც არ მახსენებს ძვირფასო შენ თავს,
ალგორითმებმაც დაგივიწყეს და რა რთულია -
ეს სიმარტივე როცა შენზე ფიქრი არ შეჭამს
ძილადმიძღვნილი ბალიშცემის უაზრო წრიალს.
David Delgma Mar 2021
ჯერ დავწერ ფიქრებს, მერე ვისტროფებ,
თვალებს ცრემლები დაამძივდება,
გულის მურაზი თან გამიყოლებს,
მაგრამ ეს ლექსი არვის სჭირდება.

ვიფულებ ნავაჭრს, ნარჩენს ვიგულებ,
დავფურცლავ, სტროფი მტვერს დაედება...
ხვალ ცხოვრებასთან ისევ ვიჩხუბებთ -
ამ ლექსისთვისაც აღარ გეცლებათ.
David Delgma Jun 2021
არ მკლავს სიშორე, არც სხვისი ხელი
ნისლას დამდნარი შენს ვარდის ტუჩზე,
აღარც სიცელქე, აღარც ღალატი,
ფიქრებში, ცხადად თუ ალიონზე.

ამ კლავს სურვილი - ვებრძვი სინაზეს,
ყველა სიავე ქარმა წაიღოს,
შენი სურნელიც მას გავატანე -
ჩემი მეგონა... თურმე სხვა იყო.

არ მკლავს წამები, წამებს გავახვევ
დღეს კოსმოსური უფრთო შატლებით,
ხვალ გადავყვები მონების ხროვებს,
ზეგ შავ სევდაში გავიფარდები.

შენი სურნელი ოთახის ბოლოს -
ნოებრის ჭკნობას დაემსგავსები,
მკლავს სიმარტოვე, მძულს მარტოობა,
შენ არ არსებობ, მე ვეწამები.
David Delgma Dec 2020
მე მეყვარები სანამ მარტი მოიცვლის კბილებს,
მანამ ივნისში ამღერდება პირველი კოცნა,
სანამ აგვისტო გადამადნობს, მომისიკვდილებს,
და ნოემბერი მე-ცხრაასედ იყვირებს მორჩა.

მე მეყვარები სანამ თმაში ცეკვაა გიშრის,
სანამ ტოტებად იქცევიან შენში ვენები,
როცა დაწვება შენი კანი, დაგწურავს ნისლი...
მაშინ დაგტოვებ სილამაზეს ავედევნები.

ვერ დაგპირდები, რადგან სიტყვის ვადაა წამი,
არც ვედებია საათებად მიჯრილი ლულა.
მევედრებიან, გასურვილდა ბალახზე ნამი,
დღეს გაზაფხულდა, დაიგრიკობს, ჯაივი უნდა.

მაგრამ გაგიმხელ, არ დარჩება მარტი უკბილოდ
და ივნისია წელს ყველაზე მიუსაფარი,
კოჭლობს აგვისტო - მარტივია გადაურბინო
და ნოემბერიც დამუნჯდება უდაბნადარი.

თუნდ გაღიავდე, ეს სითეთრე იქნება წმინდა,
თუნდ დაიტოტო, ეს ტოტები იქნება ირმის,
თუნდ მოიღრუბლო, მეათასედ მე შენთან მინდა
თუნდ დაწოლილი შენ გაგიჩნდეს, სიავე, ნისლის.
David Delgma May 2020
მე ცის სიმშვიდეს მივადგი კიბე
და თუ ვერავინ გამიგებს... მჯერა
კვლავ დამიკოცნის მე ბრმა ტკივილებს
და თმას დამიწნის ობოლთა სტვენა.

თუ მზე გამწირავს, სახლი შავად ჩაისვამს მინებს,
მეკვლე გახდები, ერთადერთო, დეკემბერს იცნობ!
და თუ შენ გაქრი, მთვარის ნაცვამს მოვირგებს სხივებს,
დაე გავთოვდე, თუნდ ივნისი მათოვდეს თვითონ.

თუ შენ ათხოვე გული სიოს უხელო ვნებას,
მე ხელს ვაჩუქებ ყველა ქარის მომაკვდავ ფიქრებს,
კოსმოსს ააგებს ჩემი ფრთები ვით ცელქი ბგერა
ყველა წერილი  დაკარგული სივრცეში იფრენს...
David Delgma May 2021
რა დროს ღიმილი - დღეს პერანგი დაიხა გულის
და შემოიჭრა უგულოთა ქაოსი უმალ,
ვის დავაბრალო, რომ ქუჩაში გრიგალი ღმუის
და ყველა იმედს გადაგზავნას უპირებს უკან?!

მზე გაჰყოლია შენი თვალის კამკამა დისკოს,
დრომ  გადმომჭიმა მაგისტრალად - გადამიარე!
დღეს საყვარელო ერთი რამ გვაქს მხოლოდ საერთო -
ორივეს სარკმელს მიბანტული ზამბახა მთვარე.
David Delgma Mar 2022
ჩვენთან ფეთქდება მარტი ყვავილად,
იქ ფეთქდებიან ნაღმზე ბავშვები...
.
.
.
.
.
ასეთ გაზაფხულს ვერ დავუჯერებ.
Glory to Ukraine 🇺🇦
David Delgma Apr 2023
კრემს ვისვამ ხელზე, რომ უფრო რბილი
ჩვენი თითების შეხება იყოს -
გაუმჭირვალე დღეთა მანძილი
დადნეს თვალებში და იყვავილოს.
David Delgma May 2020
და როცა ტალღა გაარღვევს საზღვარს
მე მაშინ უფრო მომენატრები,
რადგან ზღვისფერი სხვის თვალებს არ ჰგავს
მე ზღვის ფერიად მომელანდები.

თეთრი მთვარე ხომ გიმშვენებს კისერს
ვით ყელსაბამი მარგალიტისა,
მას დაამშვენებ კვლავ ვიცი ისევ,
როგორც ვარსკვლავი მშვენია ცისა.

და როცა ქარი გაფანტავს ფოთლებს,
ხის გაზრდილ შვილებს გააფრენს ველად,
ვიცი მე მაშინ რომ მომიგონებ
და ცრემლს დაუშვებ მიწაზე ნელად.

მე მაშინ მოვალ, მე ქარად მოვალ,
ვეამბორები შენს ხვეულ ნაწნავს,
გპირდები მოვალ, მე მაინც მოვალ
მე მოვალ თოვლად დარდებს რომ ფანტავს.

და როცა იგრძნობ რომ ტალღა არღვევს
ზღვის და ნაპირის დაწყევლილ საზღვარს,
იცნობ რომ შენ ხარ ზღვისფერი ტალღა
მე კი ნაპირი გიამბობ ზღაპარს.

და როცა ტალღა გაარღვევს საზღვარს,
მე მაშინ უფრო მომენატრები,
რადგან ზღვისფერი სხვის თვალებს არ ჰგავს
მე ზღვის ფერიად მომელანდები.
David Delgma May 2020
მე მზის ჩასვლისას გიხილე გუშინ,
ჩვენ შემხედვარე გარბოდა ზეცა,
შენკენ წამოსვლა მომინდა წუთით,
მაგრამ უდროო ბორკილი მეცვა...

მზე ჩადიოდა ნელი და ზანტი,
მას მიჰყვებოდა პალიტრა ფერთა
ვიგრძენი წამით სხვასაც უყვარდი
შენთვის ჩაეშვა ღუზები გემთა...

გარბოდა წამით, უფრთოდ გარბოდა,
ვეღარ მოესწრო დროს მათი შესხმა,
მაგრამ თავის შავს იგი არ თმობდა -
გადაეწყვიტა მას ჩემთან შებმა.

შენ კი უმზერდი მზის ჩასვლას ზღვაში,
ის კი შენ ასვლას ცაში უმზერდა
და ის უშვებდა ნაზ ამბორს, გზაში
სხივს გაშორების ცრემლებს უწმენდდა.

შენ კი ზღვისფერო ვით ქარი ქროდი,
იქნებ ტკბებოდი როგორ იბრძოდა
მკვდარი მნათობი აირად ტრფობით
ან სექტემბრის ცა როგორ იწვოდა.

მე მზის ჩასვლისას გიხილე გუშინ,
ჩვენ შემხედვარე გარბოდა ზეცა,
შენკენ წამოსვლა მომინდა წუთით,
მაგრამ უდროო ბორკილი მეცვა...
David Delgma Sep 2021
we can only try,
I don't wanna leave,
understanding what you see.

I don't wanna lie,
(In lies I don't believe)
endless synthesize I feel.

Here comes your feedback
you always mention (you own me)
Here comes my feedback
my only answer
My heart's not gonna be your cage...
cave...
again...

we can only try,
I don't wanna leave,
understanding what you see.

I don't wanna lie,
(In lies I don't believe)
endless synthesize I feel.
David Delgma May 2020
შენ მიდიოდი... გულს დაფლეთით ქარი იჭერდა
და დელფინებად დაცურავდნენ ჩემში ფიქრები,
საბნად ვიქცევი დღეს საღამოს თუ შეგცივდება
ან თუ სიშორეს მაგრძნობინებ სევდა ვიქნები...

შენ მიდიოდი... ქუჩა ჰგავდა წამით გალიას
და შევეჭამე ნეტავ ლომებს შენგან გამოწვდილს,
მთვარეს ეფარე, ჩემი ცრემლი თქვენი ბრალია
და მართალია, რომ შენამდე ბილიკს გამოვცდი...
David Delgma Aug 2022
It's just a kind of happiness,
but no one ever told me,
We have to hide all evidence
and not the passion only.
Take it slow
Take it twice
(my heart)
and don't forget to be inside.
Only you can shape my feelings after all.
But I know you aren't trying hard enough
It's okay because you'll be blue otherwise.
You set me on this way
(but you turned around)
What should I even say
(There's only ground)
Ground
Ground
Ground
You just have found your happiness
and you will never call me.
It's funny, but my emptiness
is hanging right above me.
Written by David Delgma and Nick Tkhelidze
David Delgma Jan 2022
დილით მზე დამწვავს მეგობრობის, ღამით - ამური,
რა საამურად აუკინძავს მთვარეს წყვდიადი.
გული დამემტვრა - კერამიკის ვარ უცნაური,
ყველამ ჩემს მხრებზე დაისვენა...
                                                     ­                                                     ­           გადატრიალდით!

ჭურჭლის ჟელეა ოკეანეს რომ ააქაფებს?!
იქნებ კვამლია ონკანიდან დღეს სიმარტოვე?!
ნუ მიმატოვებთ! ბოლო თეფშიც და დავამთავრებ,
საწმენდი ღრუბლის ნაპრალებში ნუ მიმატოვებთ!

რად მიმათხოვეთ მე რუტინის გაცრეცილ კუთხეს?!
თუ დღეს დავიწვი - მომავალი დანამულია?!
დარაზულია ყველა კარი - გავაღებ ფურცელს,
წერილს მოგწერდი, მაგრამ ფოსტა დანაღმულია.

დილით მზე დამწვავს მეგობრობის, ღამით - ამური,
რა საამურად აუკინძავს მთვარეს წყვდიადი.
გული დამემტვრა - კერამიკის ვარ უცნაური,
ყველამ ჩემს მხრებზე დაისვენა...
                                                     ­                                                     
        გადატრიალდით!
David Delgma Dec 2022
გარეცხილ დილას დასაკეცი საღამო მოსდევს,
სიცივე მოაქვს ნაწარსულარ ალიანსს დღეთა,
მხედარი ხარ შენ უმოწყალო და ჩემს სტრიქონებს
იბარებ, ებრძვი, ისაკუთრებ, იმონებ, ხედნავ.

წვიმს, ფანჯარასთან გავამზადებ ამაღამ რითმას,
სხვა ყველა საცავს სიტყვის გარდა გადავეჩვიე,
და სანამ ისიც ქუჩის მტვერში ჩაქრა, დაიფრქვა,
შევაბამ ქარებს საყელურად, გთხოვ, დაეწიე.

ო, ისე მწარედ სახეს კაწრავს დილით, შხაპისას,
შენი კანივით უთბილესი ცრემლის გუნდები
და ყოველ ჯერზე მათთან ერთად მირბი თავიდან -
თვალიდან როცა ჩადიხარ და აღარ ბრუნდები.

თუ ჩემი რიტმი, სიტყვაწყობა, რამეს დაგიფრქვავს -
გულის უმზეო ტროტუარებს ოდნავ აანთებს,
იმას რაც შენთვის არაერთხელ წარსულში მითქვამს,
ავიყვან კუბში, გავილექსებ ათიათასჯერ.
.
.
.
მაგრამ შენ სიტყვა სულ არ გჭირდება.
David Delgma Oct 2022
მე ბედნიერი მინდა რომ ვიყო,
ეს გადავწყვიტე ჯიუტად რაკი -
თავს შევუთანხმდი აღარ ვიფიქრო,
ვიკითხო მხოლოდ სერვისის ფასი.

1. გამოვიკვლიო ბაზარი ფართო;
2. ფასდაკლებული ვიყიდო ნდობა;
3. სიტყვის სიმძიმე გავიათმაგო;
4. დავმარხო სადმე უმეგობრობა;

შევაღო თითქმის ყველა კარები
(მაინც არავინ იცდის მათ მიღმა)
და სიმსუბუქით ნატრიალები,
ის რაც დამიდნო მძიმე კავშირმა,

კვლავ ავამღერო, მოვმართო მძლავრად
თუნდაც მანამდე უცხო წყობები,
იმ სიფარფატით ავყვე კარნავალს,
რომ დავივიწყო სად ვიმყოფები.
David Delgma May 2021
როგორც დედა გაბმით საწოლს
ისე არხევს ვაგონს რწმენა,
თუნდაც ჭერი გადახადონ,
თუნდ მოუხდეს გადაფრენა.

არსად წავა... ჯიუტია?!
არა! მხოლოდ ეძებს მგზავრებს,
კომენდანტის საათამდე,
მენდეთ, სახლში გაგამგზავრებთ.

მაგრამ ერთი რაც არ მომწონს
და ვაკელი ქება ლექსში,
შენს სახლამდე მომავალი
გაუთავდათ მუშებს რელსი...
David Delgma Nov 2020
მთვარის ნათება ტალღებს მიჰყვება,
ტალღა კი - ნაპირს, ნელი ამბორით
ეალერსება, სიყვარულს უხსნის,
თან ემუქრება დიდი ამბოხით.

ქარს გადაატეხს უმადურ ნაპირს
და თან წაიღებს საგანძურს მრავლად,
მეტის ღირსია ბნელი ნაპირი,
რომ არ  სამოთხის კაბას...

სამოთხის კაბას, რომელსაც ძლიერ,
ძლიერ, სადღაც შორს ცა ეხურება,
და დღის ბოლოს კი სიკეთით მკვდარი
ბედნიერების მზე ეხუტება

მთვარის ნათება ტალღებს მიჰყვება
ტალღა კი - ნაპირს, ნელი ამბორით
ეალერსება, სიყვარულს უხსნით
თან ემუქრება ალიაქოთით.
David Delgma May 2020
ცას მტრედისფერი გადაეკერა
და შეიძინე ფერი გრძნეული,
მაშინ დავკარგე ჩემი გონება
და ღამე გავხდი ნისლში ხვეული.

გზა-გზა დამდევდა შენი სახება,
უქარო იყო ის დღე ნოემბრის,
მაგრამ ქარიშხალს ცრემლად აფრქვევდა
რადგან დრო იყო გამოთხოვების.

ცას მტრედისფერი გადაეკერა
და შეიძინე კაბა გრძნეული,
თუ მთვარე შენ ხარ ცას რომ ეფერა
მიგულე მუდამ მე მთვარეული...

თუ პირიმზე ხარ, მნათობი ზეცის,
გთხოვ გაანათე ანათე მძლავრად,
გაფანტე ყველა სიბნელე, ჩრდილი,
წვიმა აქციე ზაფხულის დარად.

ზეცას მტრედისფერად გადაეკერა
შენი ნოემბრის გაბა გრძნეული,
ქარს იმ დღეს შიშით ვერ დაებერა,
როს შენ გიხილა ლერწმად რხეული...
David Delgma Aug 2020
მე ვეზიარე შენს უფრთო ფრენას
და ვუპასუხე ჩემს სიმარტოვეს,
კვლავ გავიწირე ვლეწავ განგებას,
გუშინ გიპოვე დღეს მიმატოვე.

გზებია ფართო და ამ სიფართეს
ლოდინი შავი ჩაყლაპავს თეთრად
და შემოდგომის ახალ იარებს
ვინ მომიშუშებს ვიცოდე ნეტავ...

გადის დღეები, გულს ადევს ჟანგი
სიცივეს ღვიძავს და კვდება სითბო,
მითხარი, გრძნობად თუ გავასმაგდი
დეკემბერს ქარად ვის მივაკითხო?

თუ კოსმოსია გადასალახი,
იქნებ კომეტად გადამიფრინო?!
და შორეული მითხრა სალამი
ოღოდ ნახვამდის არასდროს ნინო...
29 სექტემერი 2019 წელი
29 September 2019
David Delgma May 2020
ვიცი სადაა დღეს შენი ბინა...
ვიცი რაცაა დღეს შენით სავსე...
შენი სურნელი მკლავს, მომეკიდა,
გუშინ კოლბაში რომ მოვათავსე.

მოდი... შენ ვიცი გაივლი კედლებს
და ბეტონის მთას შენ გადაივლი,
ვარდებს დამიკრეფ და ქანცულ ეკლებს
მაისის ქარად ივნისს გაისვრი...

ვიცი სადაა დღეს შენი გული,
რა ფრად გადამწვი შენ მასში ნეტავ...
ჩემი სევდაა დღეს არაბული
ხმლით დასერილი მეომრის ზედა.

და ჭრილობაა თუკი გამჭოლი
და გამეწელა საღეჭად სიტყვა,
სანამ, ძვირფასო, განმეორდები
იქნებ სუნამოს სახელი მითხრა?!
David Delgma Nov 2020
თავისუფლების მოყვარულ მტრედს ჰგავს-
ფრენისგან დაღლილს სიო რომ ართობს,
სხვაგან გაქცეულ მუზას რომ დასდევს
და ძველ სტროფებსაც არა და არ თმობს.

არწივს მაგონებს, შუაკაცს, მეფეს,
როცა შეჰყურებს მწვერვალებს მაღალს,
რომ გადაიფრენს ამაყად ველებს-
გულის ჭრილობას მედგრად რომ მალავს...

თავისუფლების მოყვარულ გმირს ჰგავს-
ბრძოლისგან დაღლილს იმედი ათრობს,
სხვაგან გაქცეულ სტროფებს რომ დასდევს
და ძველ მუზასაც არა და არ თმობს.
David Delgma May 2021
შენი თვალები ---> ჩემი იარა,
მათზე ოცნებით გადაიარა ღამემ,
უჩუმრად ისევ გიკრეფ ია-ვარდს
და გადავიდებ ლექსს ვით იარაღს მხარზე.
David Delgma Feb 4
ცა დნება თითქოს და თიხის გულზე
მოიკალათეს თეთრმა ფიფქებმა,
მძიმე იქნება ბლაგვი სიკუთხე -
სინათლე თვალებს ესადგისება.
David Delgma Aug 2022
You can't be serious,
Look at your shadow
breaking all barriers
And filling my marrow.
It's so misterious.
I feel you from far.
Gain on me
Gain on me
David Delgma May 2020
ვარ მე იუნგა შენს ფართო გემში
და შენ აშტარტად გიმზერ შორეულს,
ჩვენი ტრიერი რბის ქარიშხალში,
ნელი სევდა კი კოცნის ბროწეულს.

გთხოვ გააქროლე გემი აშტარტავ,
ირემს ნახტომი უკან ჩამორჩეს,
ისე იმარდე, რომ დღეს ზუალის
ოთხმოცდაორი ცოლი გაოცდეს...

ისე იმარდე, რომ თავად მოკვდეს,
აჩნდეს კომეტად მთვარის სარტყელი,
ჩვენს სხეულზე კი აცეკვდეს ცისფრად
მისი სიცელქით სავსე ნათელი...
David Delgma Aug 2020
მზე გასულია, ყრუ კედელი ურტყამს  იარას,
ფიალა უკვე დაცლილია, ღამე ზვიადი.
დღეს სიშორეა ჩვენი მტერი, დავწვავ ლიანდაგს
და დავიშლები ხვალ ტკივილად თუ გამთლიანდი.

სიტყვების დროა? სიტყვა  დროის ბანქოს დასტაა,
მე კი პოეტი დღეს მუზისთვის კვლავ ვთამაშდები,
თუ მხოლოდ წამი არის სიტყვა, (წუთი არცაა?)
წამწამად უბეს მე წერილად ჩაგივარდები.

თუ სხვაგანაა შენი სივრცე, ხსნა ყრუ ხმაურის,
გაიგუდები, (თუ ეს ლექსიც ვაკუუმია)
ბორკილი არ ვარ, (გალიუმად გადაგადნები)
მხოლოდ ვარ წყალი და ის წყალიც გაყინულია.

მზე გასრესილი, ყრუ ჩაქუჩი ურტყამს  იარას,
ფიალა უკვე დაცლილია, ღამე ზვიადი
დღეს სიშორეა ჩვენი მტერი, დავწვავ ლიანდაგს,
პაზლად ვიქცევი ხვალ ტკივილად თუ გამთლიანდი.
Kobuleti / 19 Aug. 2020 02:22
David Delgma Sep 2020
ზღვა ეხეთქება ნაპირის კიდეს,
ზაფხულს მიმართავს - ნახვამდის ძმაო!
ვერ მოკლავს შენზე მღელვარე ფიქრებს
ვერც სექტემბერი, ვერც მისი ცაო
ზღვა ეხუტება უშიშარ ლოდებს
და თეთრად მოსავს, ედება თოვლად,
გული უკვდება, წყევლის სიშორეს,
აგვისტოს ქარი რომ რჩება ობლად
ზღვა მეც მიღიმის მიგზავნის ამბორს,
მე კი საჩუქრად გასროლილ სტროფებს
და სამშვიდობო მინორულ აკორდს
მისკენ ვაგზავნი გავსებულ კონებს
და აღარავის ველი მიწურულს
ზაფხულიც გაქრა და მხოლოდ ფიქრში
მასზე ოცნებას დაემსგავსება
გადათენებულ ღამეს ლოდინში
და გულგაშლილი მივდივარ მისკენ,
ქარი მიხუტებს და მადებს დაფნას,
მე კი სახსოვრად რითმების ღრუბელს
მის ხმაურიან სახებას ვატან...
2017 წელი / ჩვეულებისამებრ ქობულეთი / თარიღი დაახლოებით სექტემბრის პირველი დღეები
David Delgma Jun 2020
ხარ იისფერი შენ განთიადი,
მე ვარდისფერი გესალმენელა,
ყვითლად შავ ფიქრში დღეს გაღიავდი
ცრემლი გასამდა, სევდა მებევრა...

მე დროს დავამწყვდევ ბნელ კარადებში,
დაცლილ ბოთლებად წამს დავიმარხავ,
დღეს მოგენდობი, ვარ ფარადეი,
გამტარში ელვად გადაგინახავ...

შორია სითბო და ქარი ბნელი
მაცვამს იმედის მე ატმის საბანს,
თუ არ იქნება ხვალ გვიანდელი
გაჩუქებ კოცნად ზეგ იასამანს...

ხარ იისფერი შენ განთიადი,
მე ვარდისფერი გესალმენელა,
ყვითლად შავ ფიქრში დღეს გაღიავდი
ცრემლი გამიშრა, სევდა მენელა...
David Delgma May 2021
საქართველო დღეს ისედაც ერთი დიდი ჰესია.
დროა ყველა დამიწება ჯართეულით შევფაროთ,
შეგვეწიეთ! ჩვენ არა გვყავს ენდემური მესია...
საქართველო დღეს ცრემლებით შელესილი "გესია".

მშიერ ობლებს დავეხმაროთ - ზურაბებად შევბანტოთ,
დღეს მჩაგვრელო გაიხარე, კაპიტალი შენია.
დაგვაგუბეს, შეგვაერთეს - ნათურებს მივებაროთ,
საომარი იყო... ახლა ორზღვაშუა "გესია".
David Delgma Jul 2023
შენს ხელზე ხანძარი მსურს ისე ჩავაქრო -
სიზმრებიც გაგრილდეს ღამეზე ნალესი,
დაიწვას ტუჩების სიგრძე და არასდროს
განელდეს ხმაური გზის სიკამკამეში.
David Delgma May 2021
საქართველო ვისია?
ევრაზია ვეღარ იტევს აბრეშუმის მისიას.
მიწა ნაცვლად ყვავილების ალისფრად გადავნამეთ -
კალთის არა, ცეცხლოვანი ქარიშხლების ღირსია!
ევრაზია ვერ დაიტევს აბრეშუმის მისიას.

ვინც სიმართლით ბორკილს გატეხს დღეს ქართველი იგია.
იქნებ მართლაც იბერიის გაბრწყინება გადადეს?!
მანამ სანამ გადავიხდით სამყაროსთან ნისიას.
გაანათებს ხვალ პრომეთე კავკასიონს, მაგრამ დღეს -
საქართველო სხვისია!
საქართველო სხვისია!
David Delgma Jun 2021
გავწმენდ წარსულის ნათაროებს,  თან დროს გავატან,
ფანჯარას გული გავუშალე - ცამდე აიტანს!
სევდას მტვერიანს ამოვიჭრი, სულს გადავაბამ,
ბოლო დაკუჭულ სიტყვას ვუწვდი, ურნა ატირდა.
David Delgma Jun 2020
დღეს საყვარელო მადევს ბორკილი
და ოცნებაშიც ვერ გიალერსებ,
მხოლოდე ეს ლექსი, როგორც ლტოლვილი
მკათათვეს ნახავს შენს გვიან სერებს...

შავმა შეჭამა ჩვენ შორის თეთრი,
მოკლეს თოლია, ზღვა ყორანს ერგო...
თუ ხვალ დარჩება ჩემგან ნაფლეთი
მითხარი გული ვის ვუანდერძო!
David Delgma Aug 2020
შენს ნაკვალევს მივუყვები ვით დაისი აისს,
უიმედოდ გელოდები არქტიკაზე მაისს,
ქაოსიდან ქაოსებში შენ დაგეძებ ჩრდილად,
შენი თვალის ანარეკლი დაჰქრის ზღვისაპირად...

თეთრ კედელზე გიწერ ლექსებს შენ გაშალე ფრთები
და შეღებე უსასრულოდ ლურჯი იალქნები,
გაატანე ქარებს სევდა, მოაკელი მტვერი,
მე სტროფების თაიგულით ძველ ადგილას გელი.

თუ არ მოხვალ პაემანი ხვალ მექნება მზესთან,
სხივთა კონას ჩავიხუტებ ნანატრ სამოთხესთან,
გვერდით ქარი მომიჯდება იალქნების სატრფო,
აპნისიდან აპნისამდე ნუთუ ვერ გამათბობს?!
David Delgma May 2023
სად ვეძებო დაკარგული სიმარტივე?!
სიმარტოვის ბურღი ადევს ჭერს და ქალაქს
ნელა გააქვს არსებიდან ფიქრთა მძიმე
ვულკანობით გაჩენილი ცეცხლი, ლავა.

ნეტავ თავად არ ვიცნობდე გაზაფხულის
თავგასული სიხანმოკლით ზამბახობას,
ცა-მართობად დაშვებულა დასასრული -
უმყოფადო სიმართლეში გზამ დამტოვა.

არ მადროვა ადრეული ზაფხულობა,
გართულობა სირბილეში სივრცემ გრძნობის,
ველი თოვლის სიეშმაკეს და თუ მოვა
მის სიცივეს გაყინვამდე მივენდობი.
David Delgma Aug 2023
გთხოვ, არ შეშინდე, უსათუოდ იპოვნი ადგილს,
დაფარავ მანძილს და უქოლგოდ წვიმაში დგომა
მორჩება როცა უადგილოდ ყველა დავარდნილ
ფიქრსა და ფოთოლს შეიფარებს სხვა შემოდგომა.
David Delgma May 2023
სანამ მზე ჩავა და სინათლის ნამსხვრევებს ზეცა,
აკრეფს ოდნავი აჩქარებით და გადამალავს.
სიტყვა დაფარავს ნაიარევს და შენთან ერთად
(იქ სადაც ხედად თვალებისთვის ვნება დამდნარა)
ქალაქის ენა ჩაიყოლებს ბაგეთა ჩრდილებს,
გადაიქცევა ცრემლის ყველა წვეთი ვარდებად,
დაიკარგება დაკუჭული ფიქრი და სივრცე
გაჩნდება ჩემში, იზეიმებს, გაიმართება.
David Delgma Aug 2021
მალე გაიხდი შენ ყველა სევდას,
მოგეპარო თუ გამოვირბინო?!
ნაზი სიზმარი მისაითუმლე,
ბეცო მართკუთხა ცივო ლოგინო.
Next page