ყოველდღე მე ვშრომობ მძიმედ, თუმცა ყველა წინ მიდგას. ვკითხულობდი ბევრ სონატას, ვიქარწყლებდი სულში დარდს. უარია როგორც მაშინ გავიხურავ ამ შავ კარს. კოენი ხომ ვერ გამიქრობს, ვერ გამიქრობს ამ დიდ დაღს.
ვდგავარ მარტო ისევ ქარში, ირგვლივ მზერებს ვხედავ სხვას. მოსაწვევებს ვიღებ სასმლის, მინდა სახლში მარტო სმა!.. ვშრომობ ისევ მძიმედ, რთულად, მაგიჟებს მე შენი ხმა. ზღვა, ყავა და სიგარეტი ვერ გამიქრობს ამ დიდ დაღს.
გამოვაღებ მე ამ ფანჯრებს, მაგრამ სახლში ვხედავ შავს. მაგიდაზე კატა მიზის, ფეხებთან კი შენ მყავხარ. ვერ ვისვენებ და შევცქერი ჟირაფებს და ფიროსმანს, ნახატებიც აღარ მშველის, ვერ გამიქრობს ამ დიდ დაღს.
ისევ ვხედავ, ისევ მწარედ როგორ წყდება ტალღა ზღვას. ღამის შუქზე მარლბოროთი დავიწყებ მე ყავის სმას. იმ ციხეში სადაც შენ ხარ , მე აღვიქვამ მხოლოდ ზარს, ქემელიც კი არ მამშვიდებს, ვერ გამიქრობს ამ დიდ დაღს.
მოვფრინავ და აღარ გესმით ვეღარც იგებთ დღეს ჩემს ხმას. მიჭირავს მე ლუდი ხელში , ვეგებები მე ჩემს თავს. ვჯდები ირგვლივ არვინ არის ვიწყებ მხოლოდ მარტო სმას. ვერაფერი ვერ მაწყნარებს, ვერ გამიქრობს ამ დიდ დაღს.
უარია როგორც მაშინ, გავიხურავ ამ შავ კარს. კოენი ხომ ვერ გამიქრობს, ვერ გამიქრობს ამ დიდ დაღს.