Submit your work, meet writers and drop the ads. Become a member
Jun 11
მე ვარ ყველა უგვირგვინო დედოფალი,
ვიქნები თავისუფალი ყველგან, სადაც ვიფრენ.
მე ვარ ყვავილს მოჭიდებული პეპელა,
გავცქერი ზღვას და განვიცდი ორგაზმს.

მე ვარ სამყაროს ყველა მივიწყებული სული,
ვყვირი მხოლოდ დაბნელებულ სიჩუმეში.
მე ვარ ყველა ქვესკნელის ქალღმერთი,
ვხედავ შენს ნაკლებს და გამხელ მზეზე.

მე ვარ შენი ცოლის დამსხვრეული სარკე,
ჩემი გამბედაობა მართავს ამ სამყაროს.
მე ვარ დედა, ქალი , თავისუფლება,
მე ვარ მეასე მიწისქვეშა ორგაზმი ღამით.

მე ვარ ბორდელში, ვარ მუდამ თავისუფალი.
ვფიცავ ვიმღერებ უკანასკნელ ნოტამდე,
ვიცეკვებ ყველა იმ ქალისთვის, ვინც მკვდარია.
დავივიწყებ ტკივილებს, გავიღიმებ სამუდამოდ.
Cabaret; Brothel
Saudade
Written by
Saudade  21/M/Georgia, Samtredia
(21/M/Georgia, Samtredia)   
  121
 
Please log in to view and add comments on poems