Submit your work, meet writers and drop the ads. Become a member
Aug 2023
მყრალი მარლბოროს ღერები მახრჩობდა,
ვიდექი გზაზე უბედურების,
მაგრამ ბოლოს კი შენ აგირჩიე,
სინათლის ბილიკი, გაფერადების.
ვიარე ბევრი, მოვკალი სული,
თუმცა ცხოვრებას მოშორდა ნული,
შემოვინახე შენთვის ღერები
ბედნიერების, გასხივოსნების.
გადარჩენისთვის ვიბრძვით ყველანი,
ვხედავთ სიბნელეს მხოლოდ შავ-თეთრში,
მაგრამ შენამდე არც ისე მაკლია,
გპირდები, მაინც გავფერადდები.
გაფერადება არც ისე რთულია,
კომფორტის ზონას ვირჩევთ ყველანი,
მაგრამ ამ ერთხელ ვიტყვი მე უარს
და ტკბილსიზმრებში მოგაგონდები .
ვკითხულობ ისევ ჰარუკი მურაკამს,
ტრამალის მგელი სულში დამყურებს ,
მარლბოროს ღერებით დაშლილ სხეულში,
სიბნელე უკვე აღარ სადგურობს.
სინათლეს დღეს მე უარს არ ვეტყვი,
ველი მზის სხივებს, თებერვლის 29-ს.
კვლავ დავინახავ მზის სხივს ხელებზე,
ველი მას ისე როგორც ბეღურა .
მწვანე-ყვითელი ახალი წელია,
ირგვლივ ყველას აქვს ჩემი იმედი,
შავ-თეთრში მე ფეხს არასდროს შევდგამ ,
სასიამოვნო ცეცხლში ვეხვევი .
არავის მიმართ ზიზღი აღარ მაქვს,
კვლავ მზის ფაეტონს ველი მე ყოველთვის,
მარსის აღარ მწამს, ცხოვრება მინდა
მე შევიცვალე და ვცხოვრობ შენთვის .
და ისევ მოვა წვიმა ჩემს სახლში,
მე კი ფანჯარას არასდროს დავკეტავ ,
მინდა შევიგრძნო სველი ბუნება,
ბედნიერებით ვიცხოვრებ გპირდები!..
დაიწერა ოქტომბერში (2022) , ბებიაჩემის დასაფლავების დღეს.
The poem was written in Octomber the day my grandmother buried.
Saudade
Written by
Saudade  21/M/Georgia, Samtredia
(21/M/Georgia, Samtredia)   
  202
 
Please log in to view and add comments on poems