Submit your work, meet writers and drop the ads. Become a member
Dec 2022
გარეცხილ დილას დასაკეცი საღამო მოსდევს,
სიცივე მოაქვს ნაწარსულარ ალიანსს დღეთა,
მხედარი ხარ შენ უმოწყალო და ჩემს სტრიქონებს
იბარებ, ებრძვი, ისაკუთრებ, იმონებ, ხედნავ.

წვიმს, ფანჯარასთან გავამზადებ ამაღამ რითმას,
სხვა ყველა საცავს სიტყვის გარდა გადავეჩვიე,
და სანამ ისიც ქუჩის მტვერში ჩაქრა, დაიფრქვა,
შევაბამ ქარებს საყელურად, გთხოვ, დაეწიე.

ო, ისე მწარედ სახეს კაწრავს დილით, შხაპისას,
შენი კანივით უთბილესი ცრემლის გუნდები
და ყოველ ჯერზე მათთან ერთად მირბი თავიდან -
თვალიდან როცა ჩადიხარ და აღარ ბრუნდები.

თუ ჩემი რიტმი, სიტყვაწყობა, რამეს დაგიფრქვავს -
გულის უმზეო ტროტუარებს ოდნავ აანთებს,
იმას რაც შენთვის არაერთხელ წარსულში მითქვამს,
ავიყვან კუბში, გავილექსებ ათიათასჯერ.
.
.
.
მაგრამ შენ სიტყვა სულ არ გჭირდება.
David Delgma
Written by
David Delgma  23/M/Georgia
(23/M/Georgia)   
  351
 
Please log in to view and add comments on poems