Submit your work, meet writers and drop the ads. Become a member
 
Saudade 5m
She sips her LATTE and takes a pic,
Ten seconds later posts them quick.
Caption reads,"Just Casual Day"
In truth she dressed three hours that way.

She talks 'bout Paris and Cannes,
But never left her dad's old van.
Yet still she says I feel so french
This wine,this cheese,my soul,my trench.
Saudade 23h
ქარი ბამბუკებს ნაზად ეხება,
ფანრები ჩრდილებს ფრთხილად იფარებს,
გეიშას ნაბიჯი მიწასვე მიჰყვება,
თითქოს ის ღამის სიჩუმეს იკარებს.

ჩრდილი ნელ-ნელა გულში ჩაიკრავს
ბამბუკის ბაღში სევდის დარაბებს,
ღიმილი ნიღბიდან ვერ გამოხატავს
ქარი რომ დაშლის ეკლიან კატანებს.

თითები ფინჯანს ნაზად ეხება,
წყალი ბუშტებით ნელა სრიალებს,
ჩაი კი გულს მიღმა გაფართოვდება
„ხიბლი? ვერ შველის ჩემს სატკივარებს"

ჭიქა ნელ-ნელა ივსება სიმკაცრით,
სხვისი მზერა კი მას ვერ მიაღწევს.
ღიმილი კვლავ ნიღბიდან შეხედავს,
გეიშას თვალწინ შექმნილ იარებს.

სტუმრები თვალებს თვალებში უყრიან,
ფანრები შუქს მძიმედ ჩააქრობს.
ფეხზე დადგება, კვლავ ხმაურია,
შაკუჰაჩის ხმა გულის ჭრილს გაათბობს.

ნაბიჯი მყარად მიწას დაერჭო,
გული კი სხვისი ღიმილით აავსო.
ფანრების შუქში ჩრდილი მოძრაობს,
„-გაქრები ნელა! – ფიქრიც პასუხობს."

ჰაიკუ მორჩა, ბაღში ნისლდება,
გეიშა ისევ სიცოცხლეს ლამობს.
შაკუჰაჩის ნოტს ქარი მიჰყვება,
ბამბუკის ბაღი ცრემლებსაც ნანობს.

სხეულში მხოლოდ სიჩუმე რჩება,
ირგვლივ ჩაია მიმოფენილი,
მდუღარე ჩაი მას ეფერება,
გეიშა, ყვავილი ფერფლად დარჩენილი.
Saudade Sep 9
ოხშივარის სუნი დგას აქ,
მკვდარი ყვავილის სურნელს
სიცოცხლე სდევს თან.
Saudade Aug 29
They call it freedom, call it fair,
but rulers sell what isn’t theirs.
A woman’s life, a market toy,
her body traded for their joy.
The streets are full of lies and shame,
and power plays a twisted game.

The kings pretend to keep the law,
but take her rights and watch her fall.
Her dreams are chained, her hope betrayed,
a dark bargain that they have made.
Yet one day truth will pierce the night,
and crush the crown with fiery light
Saudade Aug 29
და შენს სიტყვებში მე ვხედავ სევდას,
გარბიხარ ისე არც იხედები,
და თუ ოდესმე მე კარს გამიღებ,
დამპირდი რომ ისევ გაიფურჩქნები.

მაგრამ იცოდე დასასრული აქვს,
ყვავილიც ჭკნება სანამ მოკვდება,
და ჩვენს ოთახში, სადაც სიცხეა,
უკანასკნელი ნოტიც გაქრება.

ჯაზი დამთავრდა. სიჩუმე დარჩა.
ყვავილები კი ყვითლად გადახმა.
ჩემი სუნთქვაც კი მიწამ დაფარა,
შენამდე მხოლოდ სევდამ დამფარა.

აღარასოდეს,
აღარასოდეს...
მხოლოდ საფლავზე ჩრდილი დაგხვდება,
და სიყვარული, მოწყალე სიჩუმით,
ლარს ფონ ტრიერის კადრებად დარჩება.
Saudade Aug 16
ქარი ზარით ცას დაკაწრავს,
ხალხის ყვირილს გარს შემოხვევს,
სანკიულოტს სისხლი უდუღს,
ნერვის ძაფებს მძიმედ ანთხევს.

მას აცვია შორტი ტანზე
სისხლი ირგვლივ დასტრიალებს,
ღარიბია, თუმცა იცის,
მეფის ტახტზე როგორ აძვრეს.

ყველა აგურს თვითონ იბჯენს,
მუშებად რომ ამუშავეს.
გაუმარჯოს სანკიულოტს,
მეფეს თავს რომ დინჯად მოკვეთს.

სისხლის გუბე გარდიქმნება,
ვით დილის მზე ღამის მთვარედ,
მშვიდობა მათ გულს დასცხუნებს,
მარსელიოზა გაიმარჯვებს!
Saudade Aug 13
I
კუთხეში ზის და მიცქერს მე შავად,
ხმა აქვს თბილი, ცივია შხამად.
მკარნახობს დილით, მკარნახობს ღამით,
გულს გადაუსვამს მცხუნვარე კარაქს.

მომმართავს ასე: აიღე, ჭამე!
ეს სიმართლეა - დილა თუ ღამე.
ვუყურებ ხოლმე, ვივიწყებ ისევ,
რომ ჩემი თავი ოდესღაც ვანდე.

მასწავლის სახით, მწყემსივით მიდგას,
ყოველ დღე მიცვლის სიახლეს, ამბავს.
ყურის ბალიშში ჩურჩულებს რბილად:
„მე შენ მიყვარხარ, მიყევი ამ ხმას".

ნელ-ნელა აშრობს თვალიდან ცრემლებს,
ბუნების ფერს და სიჩუმის გამას.
და როცა მოვკვდე, მაინც ჩამძახებს:
რეკლამის შემდეგ კვლავ დარჩი ჩვენთან!

II
ეკრანი ბრუნავს, ჭკუას გირეცხავს,
მტერს დაგიხატავს და გულში მარხავს.
სინათლეს გიქრობს, რომ ბნელში იჯდე,
თვითონვე აწყობს ცხოვრების ხაფანგს.
Next page