Submit your work, meet writers and drop the ads. Become a member
 
David Delgma May 2023
#
სად ვეძებო დაკარგული სიმარტივე,
სიმარტოვის ბურღი ადევს ჭერს და ქალაქს
ნელა გააქვს არსებიდან ფიქრთა მძიმე
ვულკანობით გაჩენილი ცეცხლი, ლავა.
David Delgma May 2023
სანამ მზე ჩავა და სინათლის ნამსხვრევებს ზეცა,
აკრეფს ოდნავი აჩქარებით და გადამალავს.
სიტყვა დაფარავს ნაიარევს და შენთან ერთად
(იქ სადაც ხედად თვალებისთვის ვნება დამდნარა)
ქალაქის ენა ჩაიყოლებს ბაგეთა ჩრდილებს,
გადაიქცევა ცრემლის ყველა წვეთი ვარდებად,
დაიკარგება დაკუჭული ფიქრი და სივრცე
გაჩნდება ჩემში, იზეიმებს, გაიმართება.
David Delgma Apr 2023
კრემს ვისვამ ხელზე, რომ უფრო რბილი
ჩვენი თითების შეხება იყოს -
გაუმჭირვალე დღეთა მანძილი
დადნეს თვალებში და იყვავილოს.
David Delgma Mar 2023
შენი მზერა ჩაიღვრება ლექსში ისე,
როგორც წვიმის თბილი შხაპი სტუმრობს ქალაქს.
წვეთს თუ ქუჩა შეიშრობს და დაივიწყებს -
სიტყვებს შორის გუბეს რითმა ვერ დამალავს.

სანამ რიტმი აირეკლავს რბილ ნაბიჯებს,
სანამ მარტის გვაფარია დღე დამდნარი,
ოდნავ ნელა იმოძრავე, მეტს დაიტევს -
იმახსოვრებს თმის დაკეცილ წყობას თვალი.
David Delgma Mar 2023
მზის თბილ ჩასვლას კორპუსები ირეკლავენ,
როგორ მინდა შევერიო მეც მათ რიგებს,
ვინ გაიგებს ერთი წამით სულ რომ გავქრე
და შენობად ავიზიდო, ვინ გაიგებს?!

(მხოლოდ თბილისის მუნიციპალური ინსპექცია)
David Delgma Feb 2023
აგორებული აჩქარებით, უძირო, მზარდი,
გაუხედნავი მუსტანგივით მფლობელი სივრცის,
სამშობლო ჩემი, კავკასიის თმების სამაგრი,
გადადებს ისევ გაბრწყინებას მომდევნო დღისთვის.
David Delgma Jan 2023
სიზმრებს სიმართლე საბოლოოდ სანამ დასერავს,
ნეტავი ქუჩის სიბლაგვეში ამომივარდე,
რადგან დაღლილი ჩემი გულის უპირო ვნება
ილაბირინთებს განუწყვეტლივ შენთვის იქამდე.
Next page