Submit your work, meet writers and drop the ads. Become a member
 
David Delgma Mar 2023
მზის თბილ ჩასვლას კორპუსები ირეკლავენ,
როგორ მინდა შევერიო მეც მათ რიგებს,
ვინ გაიგებს ერთი წამით სულ რომ გავქრე
და შენობად ავიზიდო, ვინ გაიგებს?!

(მხოლოდ თბილისის მუნიციპალური ინსპექცია)
David Delgma Feb 2023
აგორებული აჩქარებით, უძირო, მზარდი,
გაუხედნავი მუსტანგივით მფლობელი სივრცის,
სამშობლო ჩემი, კავკასიის თმების სამაგრი,
გადადებს ისევ გაბრწყინებას მომდევნო დღისთვის.
David Delgma Jan 2023
სიზმრებს სიმართლე საბოლოოდ სანამ დასერავს,
ნეტავი ქუჩის სიბლაგვეში ამომივარდე,
რადგან დაღლილი ჩემი გულის უპირო ვნება
ილაბირინთებს განუწყვეტლივ შენთვის იქამდე.
David Delgma Dec 2022
ძალიან მინდა ყველა სიტყვა უკან ჩავუშვა,
იოგთა მაღლა ფიქრებშივე დავასამარო,
რადგან ოცნების დინოზავრმა გადმომაფურთხა -
დამისაცობა სინამდვილით გზები სამყაროს.
David Delgma Dec 2022
ავტოკორექტიც არ მახსენებს ძვირფასო შენ თავს,
ალგორითმებმაც დაგივიწყეს და რა რთულია -
ეს სიმარტივე როცა შენზე ფიქრი არ შეჭამს
ძილადმიძღვნილი ბალიშცემის უაზრო წრიალს.
David Delgma Nov 2022
ასწავლე დუმილი ოცნების მართობებს,
ღამეთა გატეხვა არ გადამივადე,
მადლობა წასვლისთვის, შენ მე არ დამტოვე
იმ გზაზე სადაც ყრუდ ბნელია სიმართლე.

მაჩვენე სტატიკა, ძეგლთა სიმარტოვე,
მადროვე მორევში რბილი ნარნარია.
მაგონებს თვის ბოლო დღეები ვაგონებს,
რომლებიც შენი ხმის რელსებზე დადიან.
David Delgma Oct 2022
÷
ასწავლე დუმილი ოცნების მართობებს,
ღამეთა გატეხვა არ გადამივადე,
მადლობა წასვლისთვის, შენ მე არ დამტოვე
იმ გზაზე სადაც ყრუდ ბნელია სიმართლე.

მაჩვენე სტატიკა, ძეგლთა სიმარტოვე,
მადროვე მორევში რბილი ნარნარია,
მაგონებს თვის ბოლო დღეები ვაგონებს,
რომლებიც შენსავით საჩქაროდ გადიან.
Next page