Submit your work, meet writers and drop the ads. Become a member
 
David Delgma Aug 2021
მალე გაიხდი შენ ყველა სევდას,
მოგეპარო თუ გამოვირბინო?!
ნაზი სიზმარი მისაითუმლე,
ბეცო მართკუთხა ცივო ლოგინო.
David Delgma Jun 2021
არ მკლავს სიშორე, არც სხვისი ხელი
ნისლას დამდნარი შენს ვარდის ტუჩზე,
აღარც სიცელქე, აღარც ღალატი,
ფიქრებში, ცხადად თუ ალიონზე.

ამ კლავს სურვილი - ვებრძვი სინაზეს,
ყველა სიავე ქარმა წაიღოს,
შენი სურნელიც მას გავატანე -
ჩემი მეგონა... თურმე სხვა იყო.

არ მკლავს წამები, წამებს გავახვევ
დღეს კოსმოსური უფრთო შატლებით,
ხვალ გადავყვები მონების ხროვებს,
ზეგ შავ სევდაში გავიფარდები.

შენი სურნელი ოთახის ბოლოს -
ნოებრის ჭკნობას დაემსგავსები,
მკლავს სიმარტოვე, მძულს მარტოობა,
შენ არ არსებობ, მე ვეწამები.
David Delgma Jun 2021
არსაიდან მოხვედი და ისევ იქეთ წადი
სადაც არ აქვს უკვდავება დიად მთებს და ველებს,
სადაც კვდება ჩემი ჩუმი და ხელთქმნილი ქნარი,
სადაც ფერი დაუკარგავთ ნავებსა და გემებს

მხოლოდ ნაზი სურნელი და ემოციით სავსე
საფიქრალი დამიტოვე მხოლოდ გეტყვი - გმადლობ,
რადგან შენმა გამოჩენამ დამიბრუნა წამსვე
შემოქმედის გადარჩენის საიდუმლო წყარო.
David Delgma Jun 2021
გავწმენდ წარსულის ნათაროებს,  თან დროს გავატან,
ფანჯარას გული გავუშალე - ცამდე აიტანს!
სევდას მტვერიანს ამოვიჭრი, სულს გადავაბამ,
ბოლო დაკუჭულ სიტყვას ვუწვდი, ურნა ატირდა.
David Delgma Jun 2021
ზღვის სიფართეში ჩაშვებული დადნა ნაყინი
და შენს თეთრ მხრებზე ანგელოზად დაუთოვია,
გავყურებ ტალღებს, დაღლა მამჩნევს, კედლებს დავითვლი,
მე უკვე მივხვდი მარტოობა ვისი ტოლია!

სიტყვა ყურს გაჭრის, ყური ბადებს გულთან რეზონანსს
და დიაფრაგმა ქოლგასავით ჩაკეცვადია,
ვინც ეს ფიქრები მეორეჯერ გაამეორა...
ვინც გამიცილა მოთმინებით მუქი სტადია...

თუ სიტყვა არის ჟონგლიორის ბურთთა მუქარა -
დავემუქრები ყველა ტკივილს მე გადაწევით!
თუ დაიკარგე - შენმა ფრთებმა დამიუარა,
თეთრო ფურცლებო ჯიბეებში თქვენ გადარჩებით!

ზღვის სიფართეში ჩაშვებული გალღვა ნაყინი
და შენს თეთრ მხრებზე ანგელოზად დაუთოვია,
გავყურებ კედლებს, დაღლა მამჩნევს, ტალღებს დავითვლი,
მე უკვე მივხვდი მარტოობა შენი ტოლია!
David Delgma Jun 2021
შორად ვიხილავ კვლავ შენს ხატებას
და ფიქრს დავუთმობ შენზე ოცნების
ლამაზ ვარდებს და ტურფა იისფერ
მანდილს ვით ბორკილს ლაღად მონების.
David Delgma May 2021
საქართველო დღეს ისედაც ერთი დიდი ჰესია.
დროა ყველა დამიწება ჯართეულით შევფაროთ,
შეგვეწიეთ! ჩვენ არა გვყავს ენდემური მესია...
საქართველო დღეს ცრემლებით შელესილი "გესია".

მშიერ ობლებს დავეხმაროთ - ზურაბებად შევბანტოთ,
დღეს მჩაგვრელო გაიხარე, კაპიტალი შენია.
დაგვაგუბეს, შეგვაერთეს - ნათურებს მივებაროთ,
საომარი იყო... ახლა ორზღვაშუა "გესია".
Next page