იღვიძებ დილით, მზე ფანჯარას ლაქად აცხია,
უინტერესო შენი ამბის ამოწმებ მნახველს,
მომდევნო ღამეც ასე გადის, თუ შეგაქცია
ვიღაცამ ზურგი
სწრაფად ნახავ ახალ გამნაღმველს.
აბრალებ ყველას დღის ნაცრემლარს,
რთულია მიხვდე -
რომ სწორედ თავმა საკუთარმა უკან დაგხია,
ასეა, იყო და იქნება უკუნისამდე -
შენი მიზანი არის მხოლოდ ვალიდაცია.