Hello Poetry
Submit your work and get some sparkles! Create free account
მზე კოცნის ქალაქს, თეთრი ღრუბლები კაბად ჩაუცვამს მთაწმინდის აღმართს, დადგა ქუჩაში ვარდის სურნელი - არავინ ისვრის ფანჯრიდან ნაგავს. დაელოდება ყველა მიწისქვეშ სავსე ვაგონის ბოლომდე დაცლას, ადგილს დაუთმობს უძინარ სტუდენტს კაცი სლოტებით რომ დაიღალა. ლურჯ ავტობუსში კითხულობს ლექსებს აგიტატორი უწინ პარტიის, ცოდვა შეუნდო მან ოპონენტებს მხოლოდ ურითმო სტროფებს დასცინის. ვგრძნობ მე ხელებზე ეკლიან მავრთულს და მკერდზე მაზის თითქოს სიმძიმე, ჩემი თითების ლოკვაში გართულ კატასთან ერთად გამოვიღვიძე.
0
4d ago
May 30, 2026 at 7:27 AM UTC
Untitled

Delgma
Written by
25/M/Georgia
4d ago
May 30, 2026 at 7:27 AM UTC
Request permission to use this poem