Hello Poetry
Submit your work and get some sparkles! Create free account
Delgma
Delgma
25/M/Georgia
მზე კოცნის ქალაქს, თეთრი ღრუბლები კაბად ჩაუცვამს მთაწმინდის აღმართს, დადგა ქუჩაში ვარდის სურნელი - არავინ ისვრის ფანჯრიდან ნაგავს. დაელოდება ყველა მიწისქვეშ სავსე ვაგონის ბოლომდე დაცლას, ადგილს დაუთმობს უძინარ სტუდენტს კაცი სლოტებით რომ დაიღალა. ლურჯ ავტობუსში კითხულობს ლექსებს აგიტატორი უწინ პარტიის, ცოდვა შეუნდო მან ოპონენტებს მხოლოდ ურითმო სტროფებს დასცინის. ვგრძნობ მე ხელებზე ეკლიან მავთულს და მკერდზე მაზის თითქოს სიმძიმე, დღეს არათითის ლოკვაში გართულ კატასთან ერთად გამოვიღვიძე.
0
4d ago
May 30, 2026 at 7:27 AM UTC
Tbili Sio
მზე კოცნის ქალაქს, თეთრი ღრუბლები კაბად ჩაუცვამს მთაწმინდის აღმართს, დადგა ქუჩაში ვარდის სურნელი - არავინ ისვრის ფანჯრიდან ნაგავს. დაელოდება ყველა მიწისქვეშ სავსე ვაგონის ბოლომდე დაცლას, ადგილს დაუთმობს უძინარ სტუდენტს კაცი სლოტებით რომ დაიღალა. ლურჯ ავტობუსში კითხულობს ლექსებს აგიტატორი უწინ პარტიის, ცოდვა შეუნდო მან ოპონენტებს მხოლოდ ურითმო სტროფებს დასცინის. ვგრძნობ მე ხელებზე ეკლიან მავრთულს და მკერდზე მაზის თითქოს სიმძიმე, ჩემი თითების ლოკვაში გართულ კატასთან ერთად გამოვიღვიძე.
0
4d ago
May 30, 2026 at 7:27 AM UTC
Untitled
ქვეშ ამ ცების, სხვა არცერთი არსების ხმაში ჯერ არ ჩატეულა სამყარო
0
May 15
May 15, 2026 at 4:41 PM UTC
Parents
ქვეშ ამ ცების, სხვა არცერთი არსების ხმაში ჯერ არ ჩატეულა სამყარო
0
May 15
May 15, 2026 at 4:41 PM UTC
Untitled
მე მინდა რომ ერთ ათ წელში, ანდაც ოცში ქვეყანაში დიდი კაცი გავხდე ოდნავ, ორიოდ თვით მოგაწონოთ თავი ლოცვით, თავის-უფლის ნაცვლად მერქვას ხალხის მონა. მაგრამ ერთი, მხოლოდ ერთი, ნაზი, სათნო სურვილი მაქვს, განა ვითხოვ თქვენგან რამდენს?! მქონდეს ხუთი აგარაკი (ოთხი მარტო) მაგრამ თან რომ არავისზე მეტად ვჩანდე.
0
Oct 26, 2025
Oct 26, 2025 at 5:41 AM UTC
პოლიტერატურული სურვილი
იღვიძებ დილით, მზე ფანჯარას ლაქად აცხია, უინტერესო შენი ამბის ამოწმებ მნახველს, მომდევნო ღამეც ასე გადის, თუ შეგაქცია ვიღაცამ ზურგი სწრაფად ნახავ ახალ გამნაღმველს. აბრალებ ყველას დღის ნაცრემლარს, რთულია მიხვდე - რომ სწორედ თავმა საკუთარმა უკან დაგხია, ასეა, იყო და იქნება უკუნისამდე - შენი მიზანი არის მხოლოდ ვალიდაცია.
0
Sep 15, 2025
Sep 15, 2025 at 4:38 AM UTC
#######
ცივი დინების პარალელურად, ქალაქში, სადაც მსუბუქად მტვერი ედება ასფალტს და მთვარეულა საცობებს კუჭავს სწრაფი მანევრი, მხოლოდ ვიპოვე სიმძიმე და ცა - შედედებული ღრუბლების ფუფქი, ჩემი სხეულიც მას გაეკვანძა, როგორც ნიადაგს ფესვი ქვამუხის.
0
May 29, 2025
May 29, 2025 at 6:46 AM UTC
Untitled
ჩემი დღე სანამ გაიფანტება და მტვრის თხელ ფენას დაფარავს თოვლი, ო, როგორ მინდა ნიავი მერქვას - ხეთა შრიალის ხმა თანატოლი.
0
Oct 3, 2024
Oct 3, 2024 at 8:44 AM UTC
*
როგორც ზაფხული სექტემბრის ბოლოს, ბარხატისფერად დანაბინდები, ჩემი გულია ქუჩის უფასო საპირფარეშო და მე ვინგრევი.
0
Apr 10, 2024
Apr 10, 2024 at 6:39 AM UTC
🌟
ცა დნება თითქოს და თიხის გულზე მოიკალათეს თეთრმა ფიფქებმა, მძიმე იქნება ბლაგვი სიკუთხე - სინათლე თვალებს ესადგისება.
0
Feb 4, 2024
Feb 4, 2024 at 2:22 PM UTC
Untitled