გიყურებ თვალებში და მგონია, რომ სახლში ვარ... შენში დანახულ თვალის ჩრდილში ვიკარგები და მასთან ერთად ვოცნებობ... არცა სევდა და არც სიყვარული, მაგრამ არცა გულგრილობა უბრალოდ სინაზე სულისა, რასაც სიყვარულით გადმოსცემ... შენი ლამაზი თვალები სახლია ჩემი... შენი ლამაზი გული ბუდეა ჩემი... შენი ლამაზი თვალები ღიმილია ჩემს სახეზე, ბედნიერების და სიხარულის მომტანი... ისეთივე, როგორი თვალებიც გაქვს აი, რაღაცნაირად საყვარელი, რაღაცნაირად გულწრფელი, რაღაცნაირად ნაზი, მაგრამ ამავე დროს სევდიანი, გულგატეხილი, ძალიან დიდი ტკივილებით სავსეა და ნატანჯი, თუმცა ამ ყველაფრის და მიუხედავად მაინც არ ნებდები და მაინც ისევ ისე უყურებ და გიყვარს, როგორც სიყვარულს შეესაბამება სიყვარული... უცნაურია შენი თვალები, შენი სახე, შენი ღიილი და თვითონ შენ... თავისებური და უცნაური აგრეთვე სიყვარულიც უცნაური და რაღაცნაირი სჩანს... სახლში ჩაძირული და სიყვარულის მორევით დამღვრალი ვარ შენი თვალების ცქერითა და შენი უცნაური ღიმილით... ის სახლი ხარ, რომელიც გულს მითბობს და გულით მიღებს, გულით ვუყვარვარ და გულით იტანს ჩემს უაზრო და მოუთმეელ ხასიათსა და ქცევებს... ნამდვილი სახლი ის სახლია სადაც თავს მშვიდად და გულრწრფელი სიყვარულით გრძნობ თავს და გიყვარს... ნამდვილი სახლია ჩემთვის შენს თვალებში ჩაძირვა და დაკარგვა შენი სიყვარულით და სითბოთ...