ერთი ის დღე დამანახა შენს თვალებში,
შინაგანად, როგორ იხლიჩება მისი
შინაგანი სამყარო...
მაგრამ ამაოდ – უამრავი შანსი ქონდა
გაეგო...
არწმუნებდა, რომ ესმოდა და სჯეროდა
მისი. – მისი გული მისკენ მიმართო
და დაუჯერა ყოველ მის ნათქვამ სიტყვებს.
დიდი მწუხარებით და იმედგაცრუებით
თვალებშიც კი ვერ იხედება,
ვერაფერს ვერ უსწორებს თვალს,
ვერავის უყურებს თვალებში,
რადგან უმძიმესი ტკივილი მიაყენა
თვალებმა... თვალებმა, რომლის ასე
სჯეროდა და სწამდა, როგორც საკუთარი.
(...)
მისგან არ ელოდა, მისგან ხომ სიყვარული
მოდიოდა, მისგან ხომ გულწრფელი სიტყვები
იგრძმობოდა...
ბევრი ეცადა ეს გრძნობა, რომ არ დაბრუნებოდა,
რომ არ გახსენდებოდა და ათასმაგად,
რომ არ ტკენოდა გული...
შიშმა შეიბყრო, თუმცა შიში სულ (ქონდა)
სულ თან დაყვებოდა.
რომ ერთდღესაც გული ისევ მოუკვდებოდა
და ისევ ათასმაგად მოუწევდა გახლეჩვა...
მაგრამ იცოდა, თითქოს წინასწარ ხედავდა
მოვლენებს მომავლისას.
მაგრამ ხედავდა, ახლანდელ დროს და ამით
ტკბებოდა უკანასკნელ დღემდე, საბოლოო დღემდე.
მაგრამ გრძნობდა ამ ტკივილს, რომელსაც ვერავის
უყვებოდა და ვერ უმხელდა,
გრძნობდა წინასწარ მოვლენების განვითარებას
საშინელი წინათგრძნობით,
უყურებდა და კვდებოდა.
მაგრამ რა შეეძლო?
მაგრამ სიტყვა ვერ დაძრა.
თითქოს ყელზე უჭერდნენ, რომ სიტყვა
არ წამოსცდენოდა,
თითქოს ძალა იმალებოდეს მასში,
რომელიც სიტყვის ამოთების უფლებას არ
აძლევდა,
რომ სანამ ლაპარაკს დაიწყებდეს,
ყელყში იჩხირება და სუნთქვას ვეღარ
აგრძელებს.
მაგრამ ამ გამოუთქმელი გრძნობით
განაგრძობდა ტკბობას. ტკბობას, რომელიც
უკვე განწირულია...
მაგრამ მაინც ტკბებოდა უკანასკნელ
გრძნობამდე.
უკანასკნელ დაღვრილ ცრემლამდე...
2025.03.17.
(მ.დ)
რას გრძნობთ ამ ლექსის წაკითხვისას?