Hello Poetry
Submit your work and get some sparkles! Create free account
I ქარი ბამბუკებს ნაზად ეხება, ფანრები ჩრდილებს ფრთხილად იფარებს, გეიშას ნაბიჯი მიწასვე მიჰყვება, თითქოს ის ღამის სიჩუმეს ატარებს. ჩრდილი ნელ-ნელა გულში ჩაიკრავს ბამბუკის ბაღში სევდის დარაბებს, ღიმილი აფიშას ვერ გამოაკრავს, ქარი თუ დაშლის ეკლიან კატანებს. თითები ფინჯანს ნაზად ეხება, წყალი ბუშტებით ნელა სრიალებს, ჩაი კი გულს მიღმა გაფართოვდება „ხიბლიც ვერ შველის ჩემს სატკივარებს" ჭიქა ნელ-ნელა ივსება სიმკაცრით, სხვისი მზერა კი მას ვერ მიაღწევს. ღიმილი კვლავ ნიღბიდან შეხედავს, გეიშას თვალწინ ბოროტ ნიავებს. II სტუმრები თვალებს თვალებში უყრიან, ფანრები შუქს მძიმედ ჩააქრობს. ფეხზე დადგება, კვლავ ხმაურია, შაკუჰაჩის ხმა გულის ჭრილს გაათბობს. ნაბიჯი მყარად მიწას დაერჭო, გული კი სხვისი ღიმილით აავსო. ფანრების შუქში ჩრდილი მოძრაობს, „-გაქრები ნელა! – ფიქრიც პასუხობს." ჰაიკუ მორჩა, ბაღში ნისლდება, გეიშა ისევ სიცოცხლეს ლამობს. შაკუჰაჩის ნოტს ქარი მიჰყვება, ბამბუკის ბაღი ცრემლებსაც ნანობს. სხეულში მხოლოდ სიჩუმე რჩება, ირგვლივ ჩაია მიმოფენილი, მდუღარე ჩაი მას ეფერება, გეიშა გულშია გადაფლეთილი.
0
Sep 22, 2025
Sep 22, 2025 at 9:16 AM UTC
Geisha

SaudadeSaudade
Written by
23/M/Georgia, Samtredia
Sep 22, 2025
Sep 22, 2025 at 9:16 AM UTC
Request permission to use this poem